Wednesday, December 14, 2011

დავითის პორტრეტისათვის

1.პროექტის  სახელწოდება:დავითის პორტრეტისათვის

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გამოიკვლევენ დავით მეფეს როგორც,პოლიტიკოსს. გაეცნობია იმ დროის კულტურასა და რენესანსს.გაეცნობიან და გამოიკვლევენ სახელმწიფო სტრუქტურასა და სამართლის ნორმებს დავით აღმაშენებლის დროს.შეადარებენ დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურას და სამართლის ნორმებს.
3.პროექტის აქტუალობა:მოეწყობა საექსკურსიო მარშუტი გელათში.გაეცნობიან სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურას.იმსჯელებენ გელათის უდიდეს ღირებულებაზე,გაავლებენ პარალელებს ამ პერიოდის უმაღლეს სასწავლებლებზე,იმსჯელებენ მოზაიკურ ფრესკაზე.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი, მოამზადებენ პრეზენტაციას, განათავსებენ ინტერნეტში,შექმნიან ფოტოალბომს.
5.მონაწილეთა ასაკი;12-15 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა:1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე,შექმნიან ფოტოალბომს,გააკეთებენ ვიდეოფილმს,მაწყობენ ვიქტორინაკონკურსს
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა
9.პროექტის მსვლელეობა(ძირითადი აქტივობები):მასალების მოძიება,შთაბეჭდილებების გაზიარება,ფოტოალბომის შექმნა,ვიდეოფილმის შექმნა,გამოფენისა და ვიქტორინის მოწყობა
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;ქართული ლიტერატურა-გაეცნობიან პოეზიას,გაეცნობიან რენესანსის ნიმუშს ,,გალობანი სინნულისანი".  გეოგრაფია-განსაზღვრავენ გეოგრაფიულ მდებარეობას,იმუშავებენ კონტურულ რუკაზე. ხელოვნება - იმსჯელებენ და გაეცნობიან ფრესკულ და მოზაიკურ ხელოვნებაზე,  სამოქალაქო სამართალი-იმსჯელებენ სახელმწიფოს განვითარებაზე,ჩამოაყალიბებენ ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობას,განასხვავებენ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს დროსა და სივრცში,იმსჯელებენ საზოგადოების როლზე დემოკრატიის მშენებლობაში
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)ზეინაბ კილასონია
12.ხელმზღვანელის ელ-ფოსტა;zeinabkilasonia@gmail.com




13.პროექტის ვებ გვერდი ,ბლოგი;gearn:zeinbkilasinia.blogspot.com

Saturday, July 30, 2011

ზეინაბ კილასონია

პროექტის სახელწოდება.–ფშავი
პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2 წინადადებით.–მოსწავლეები გამოიკვლევენ ფშავის ისტორიას,გეოგრაფიას, ყოფა–ცხოვრების წესებს,ტრადიციებს,გაეცნობიან ღირშესანისნაობებს.
პროექტის აქტუალობა.მოეწყობა საექსკურსიო მარშუტი ფშავში,მოსწავლეები გაეცნობიან ფშავის ფლორას და ფაუნას, ადათ–წესებს,მოისმენენ ადგილობრივი მოსახლეობისგან ლეგენდებს, თქმულებებს, ხალხურ ზეპირსიტყვიერებას,მოინახულებენ ფშავის ღირშესანისნაობებს.
პროექტის მიზნები.მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი. მოამზადებენ პრეზენტაციას, განათავსებენ ინტერნეტში.
მონაწილეთა ასაკი.13–15 წელ
ვადები/ხანგრძლივობა2–3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას/ მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ ფშავზე,შექმნიან ფოტო ალბომს შეადარებენ ტრადიციებს, გააკეთებენ ფოტოალბომს, ვიდეოფილმს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები.ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები) მასალების მოძიება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ფოტოალბომის შექმნა,გამოფენის მოწყობა.
 საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვჰულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.ქართული ლიტერატურა–წაიკითხავენ ტექსტებს, ლეგენდებს,ხალხურზეპირსიტყვიერებას.გეოგრაფია–განსაზღვრავენ გეოგრაფიულ მდებარეობას.ისტორია–გაარრმავებენ ისტორიულ ცოდნას.მოიძიებენ დემოგრაფიულ,ეთნოგრაფიულ მასალებს, შეისწავლიან სამეურნეო ცხოვრებას.
 პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი).ზეინაბ კილასონია
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა.zeinabkilasonia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი. zeinabkilasonia.blogspot.com