Wednesday, December 14, 2011

დავითის პორტრეტისათვის

1.პროექტის  სახელწოდება:დავითის პორტრეტისათვის

2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეები გამოიკვლევენ დავით მეფეს როგორც,პოლიტიკოსს. გაეცნობია იმ დროის კულტურასა და რენესანსს.გაეცნობიან და გამოიკვლევენ სახელმწიფო სტრუქტურასა და სამართლის ნორმებს დავით აღმაშენებლის დროს.შეადარებენ დღევანდელ სახელმწიფო სტრუქტურას და სამართლის ნორმებს.
3.პროექტის აქტუალობა:მოეწყობა საექსკურსიო მარშუტი გელათში.გაეცნობიან სამონასტრო კომპლექსის არქიტექტურას.იმსჯელებენ გელათის უდიდეს ღირებულებაზე,გაავლებენ პარალელებს ამ პერიოდის უმაღლეს სასწავლებლებზე,იმსჯელებენ მოზაიკურ ფრესკაზე.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარი, მოამზადებენ პრეზენტაციას, განათავსებენ ინტერნეტში,შექმნიან ფოტოალბომს.
5.მონაწილეთა ასაკი;12-15 წელი
6.ვადები/ ხანგრძლივობა:1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ დავით აღმაშენებლის მოღვაწეობაზე,შექმნიან ფოტოალბომს,გააკეთებენ ვიდეოფილმს,მაწყობენ ვიქტორინაკონკურსს
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა
9.პროექტის მსვლელეობა(ძირითადი აქტივობები):მასალების მოძიება,შთაბეჭდილებების გაზიარება,ფოტოალბომის შექმნა,ვიდეოფილმის შექმნა,გამოფენისა და ვიქტორინის მოწყობა
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;ქართული ლიტერატურა-გაეცნობიან პოეზიას,გაეცნობიან რენესანსის ნიმუშს ,,გალობანი სინნულისანი".  გეოგრაფია-განსაზღვრავენ გეოგრაფიულ მდებარეობას,იმუშავებენ კონტურულ რუკაზე. ხელოვნება - იმსჯელებენ და გაეცნობიან ფრესკულ და მოზაიკურ ხელოვნებაზე,  სამოქალაქო სამართალი-იმსჯელებენ სახელმწიფოს განვითარებაზე,ჩამოაყალიბებენ ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობას,განასხვავებენ პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესებს დროსა და სივრცში,იმსჯელებენ საზოგადოების როლზე დემოკრატიის მშენებლობაში
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)ზეინაბ კილასონია
12.ხელმზღვანელის ელ-ფოსტა;zeinabkilasonia@gmail.com




13.პროექტის ვებ გვერდი ,ბლოგი;gearn:zeinbkilasinia.blogspot.com

No comments:

Post a Comment